სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ვანის მუნიციპალიტეტში (ამაღლების თემში). მდებარეობს მდინარე კვინისწყლის (რიონის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ვანიდან 14 კილომეტრი.
სოფელშია ალებასტრის საბადო და გოგირდოვანი მინერალური წყალი. პირველად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. სოფლის მახლობლად დგას XII საუკუნის თამარის ციხე.
ინაშაურში დაიბადა მწერალი და საზოგადო მოღვაწე ანდრია სინაური.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 509 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
685 |
331 |
354 |
2014 |
509 |
250 |
259 |
|